loader

"ანწუხელიძის მემორიალთან ვართ იმისთვის, რომ მას და კრემლში მის პატრონს ვუთხრათ: ანწუხელიძე გმირი და უკვდავია" - თინა ბოკუჩავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანწუხელიძის მემორიალთან ვართ იმისთვის, რომ მას და კრემლში მის პატრონს ვუთხრათ: ანწუხელიძე გმირი და უკვდავია" - თინა ბოკუჩავა

აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს სჯის, რადგან მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს - ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.