საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - რა ინფორმაციას ავრცელებს უწყება?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.