"ომი ვინ დაიწყო? სახელმწიფოს წარმომადგენელმა ომი როდის და ვინ დაიწყო არ იცი?" - სიტყვიერი დაპირისპირება გორში, პოლიციასა და აქტივისტებს შორის
საპროტესტო სამოქალაქო გაერთიანება "ერთობის“ წევრებმა აგვისტოს ომის მე -17 წლისთავთან დაკავშირებით, ლოზუნგით: "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” გორში აქცია გამართეს - მათ გორის ციხიდან გადაფინეს ბანერი: "მებრძოლი ქალაქი ბოდიშს“ ლოზუნგით: "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ საპროტესტო სამოქალაქო გაერთიანება "ერთობა“ აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე გორში ჩავიდა.
მათ შინდისში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს და ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი, რის შემდეგაც გორის ციხიდან გადაფინეს ბანერი: "მებრძოლი ქალაქი ბოდიშს“ არ იხდის.
ასევე, აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართეს გორის ცენტრში და ბანერზე ხელით დააწერეს დაღუპული გმირების სახელები.
შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო "მოზაიკის" ინფორმაციით, მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მიმდინარეობისას. "ომი ვინ დაიწყო?" - მოქალაქეთა ამ კითხვაზე, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ არ იციან, ომი ვინ დაიწყო. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება გორის საკრებულოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის. პოლიციელები მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული დროშის დაშვების უფლებას არ აძლევდნენ. კითხვაზე, თუ როდის დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, დაცვის სამსახურის თანამშრომლები პასუხუბდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა გლოვის ნიშნად დროშა მაინც დაუშვეს. პოლიციელებმა კი ტერიტორია მათი შეძახილების "სირცხვილი", "მონებო" ფონზე დატოვეს", - წერს გამოცემა.