ამ წუთებში გმირთა მოედანზე, მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მართავენ
გმირთა მოედანზე, დაღუპული გმირების მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი - „დიდება გმირებს“.
ასევე, ადგილზე აქვთ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეებს, ასევე მიყვებიან შსს-ს წარმომადგენლებიც.