loader

რას ამბობს კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ლელო" თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ლელო" თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს

დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს თბილისში მომდევნო 4 წლის განმავლობაში და სხვა პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი. მე მაქვს ჩემს გუნდთან ერთად ხედვა, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ სირთულეებს, გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს თბილისში. სხვა პოლიტიკური პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.