"შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, სხვა გმირები საკუთარ სამშობლოში ომს ვერ დაიწყებდნენ – ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ჰყავს, არის რუსეთი!" - ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე
„პიარი როგორც ვიცი, ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობას... გიორგიც, ეს ბიჭები ყველა, შინდისის გმირები, აგვისტოს ომის გმირები თუ სხვა ომის გმირები, შეეწირნენ თავის სამშობლოს. თავის სამშობლოში ისინი ომს ვერ დაიწყებდნენ... ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ჰყავს, არის რუსეთი!“— გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ქმრისა და აგვისტოს ომის სხვა გმირების შესახებ.
ასე გამოეხმაურა ის “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ.
“ბოლოს, გიორგი რომ წავიდა, 7 აგვისტო თენდებოდა. ცხინვალში შევიდნენ. ისინი რომ შედიოდნენ, მე გორიდან მოვდიოდი და გზაში შემხვდა ჯარის კოლონა. ბოლოს რომ ვესაუბრე, ვუთხარი, რომ იძახებდნენ და ფრთხილად ყოფილიყო – მე მგონი, ომი დაიწყო-მეთქი. გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია, არაფერი არ მომივაო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ამის შემდეგ მას ვეღარ დავუკავშირდი. ბოლოს, უკვე ნოემბერში, გადმოასვენეს გიორგის ცხედარი ნაწამები. ოსებმა აწამეს ცოცხლად და მოკლეს.
[…] ეს ბიჭები, ყველა – შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, აგვისტოს ომის თუ სხვა ომის გმირები შეეწირნენ თავის სამშობლოს. საკუთარ სამშობლოში ისინი ომს ვერ დაიწყებდნენ […] ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ჰყავს, არის რუსეთი. ეს ყოველთვის ასე იყო”, – განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ დღეს, 2025 წლის 8 აგვისტოს.
ვიდეო: "ფორმულა"