loader

"სრული განუკითხაობაა, შიშის გარეშე ვეღარ შევდივარ! მეტის გადაღება ვერ მოვასწარი მეც ბავშვით ვიყავი და ძალიან შემეშინდა" - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე გლდანიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სრული განუკითხაობაა, შიშის გარეშე ვეღარ შევდივარ! მეტის გადაღება ვერ მოვასწარი მეც ბავშვით ვიყავი და ძალიან შემეშინდა" - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე გლდანიდან?

"დღეს, გლდანის მე-7 მიკროაიონის პარკში ეს პატარა ბავშვი მოჰყავდა მამამისს სკუტერით, ჯერ 2 ძაღლი წამოუხტა, გაიწიეს ბავშვისკენ, შემდეგ დანარჩენი ყველა, რომლებიც ჩანან ვიდეოშივე, ასევე მათკენ წავიდნენ ყეფით.

მეტის გადაღება ვერ მოვასწარი, მეც ბავშვით ვიყავი და ძალიან შემეშინდა.

მანდვე კორპუსის პირველი სართულიდან დაუძახა ძაღლებს ვიღაცა ქალმა, რომ გაეჩერებინა და აღარ გაჰყოლოდნენ ბოლომდე.

სრული განუკითხაობაა ამ პარკში, ბავშვზე მეტი ძაღლია და საერთოდ შიშის გარეშე ვეღარ შევდივარ. ოდესმე ეშველება აქაურობას?

ასევე დიდი პრობლემაა "სახლის" ძაღლები რომ ჩამოჰყავთ პატრონებს და ბავშვების სათამაშო ადგილას ასაქმებინებენ... 0 შეგნება გაქვთ ასეთებს, ცალკე ძაღლთათვის გამოყოფილი ადგილი ტყუილად არის მანდ?!

კონსტანტინე ზარნაძე, ბესიკ კალაძე უამრავი პოსტი და კომენტარი დაწერილა რომ აქ ეს ძაღლები ხშირად ავლენენ აგრესიას, ორჯერ უკბინეს კიდეც გამვლელს, როდის უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი?!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე სოფო გელაშვილი წერს.