loader

პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა - ის 2013 წლიდან იძებნებოდა - შსს განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა - ის 2013 წლიდან იძებნებოდა - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული რ.ა., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, 2013 წლიდან, ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა რ.ა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მარნეულში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.