loader

საცხოვრებელი სახლებიდან დროებით გაყვანილია 15 ოჯახი:მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში - რას აცხადებენ მერიაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საცხოვრებელი სახლებიდან დროებით გაყვანილია 15 ოჯახი:მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში - რას აცხადებენ მერიაში?

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, დრო­ე­ბით 15 ოჯა­ხის გა­იყ­ვა­ნეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, მძი­მე ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გზე­ბის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად და­იტ­ბო­რა, რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი, ასე­ვე შიდა სა­უბ­ნო გზე­ბი და რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე გან­ვი­თარ­და მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი.სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით დრო­ე­ბით გაყ­ვა­ნი­ლი იქნა 15 ოჯა­ხი.

სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რე­ბი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა.

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მძი­მე ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გზე­ბის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბებ­ზე შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მის გამო სას­მე­ლი წყა­ლი არ მი­ე­წო­დე­ბა ახალ­სო­ფელს, მა­ხინ­ჯა­უ­რი­სა და შა­რა­ბი­ძე­ე­ბის თე­მე­ბის ნა­წილს.

ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა სო­ფელ ერ­გე­ში (ბაშ­კო ეკა­ლა­უ­რი) 40 აბო­ნენტს, 20 აბო­ნენ­ტის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში”,- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.