loader

ვის შეეძლება 5 სექტემბრამდე ID ბარათის შეღავათიან ფასად აღება - იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის შეეძლება 5 სექტემბრამდე ID ბარათის შეღავათიან ფასად აღება - იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნულ მოწ­მო­ბა­ზე (ID ბა­რა­თი) შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად გა­ცე­მის აქ­ცი­ას იწყებს.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აქ­ცია დღეს და­ი­წყე­ბა და 5 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.მა­თი­ვე ცნო­ბით, აქ­ცი­ის მი­ზა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ელექტრო­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის სრულ­ყო­ფა.

„პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნულ მოწ­მო­ბას ნა­ხე­ვარ ფა­სად მი­ი­ღე­ბენ: სრულ­წლო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც არას­დროს აუ­ღი­ათ პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა; სრულ­წლო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გას­ვლის გამო გა­უ­უქ­მდათ ან მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­უ­უქ­მდე­ბათ პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა და არ ფლო­ბენ მოქ­მედ ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს; მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც 5 ოქ­ტომ­ბრამ­დე უს­რულ­დე­ბათ 18 წელი და მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გას­ვლის გამო გა­უ­უქ­მდათ ან 5 ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­უ­უქ­მდე­ბათ პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა და არ ფლო­ბენ მოქ­მედ ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს; მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც 5 ოქ­ტომ­ბრამ­დე უს­რულ­დე­ბათ 18 წელი და მათ­ზე გა­ცე­მუ­ლი არ არის პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა.

აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა მე-10 სა­მუ­შაო დღეს გა­ი­ცე­მა ნა­ხე­ვარ ფა­სად, ხოლო დო­კუ­მენ­ტის­თვის სა­ჭი­რო ფო­ტო­სუ­რა­თი უფა­სო იქ­ნე­ბა.

ID ბა­რათ­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხუ­რებ­ში, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ფი­ლი­ა­ლებ­სა და მო­ბი­ლურ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­ში”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.