ვინ არის სალომე გოგიაშვილის ქმარი და რას ამბობს ყოფილი ტელეწამყვანი მეუღლეზე? - "გინდათ ჩათვალეთ, რომ სულელი ვარ"
ყოფილი მოდელს, ლიკა შენგელიასა და ტელეწამყვან სალომე გოგიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ბოლო ორი დღეა, ქართული მედია აქტიურად წერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს და ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილი ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი.
სალომე გოგიაშვილის მეუღლე ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილია. წყვილმა 15 წლის წინ იქორწინა და ისინი 4 შვილთან ერთად ცხოვრობენ.
სალომე გოგიაშვილი მეუღლეზე: "რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ჩემს ქმართან, მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის მადლობა. მან შეძლო დაენახებინა ჩემთვის, ვინ არის ჩემი ჭეშმარიტი მეგობარი და ვინ - არა. ზოგადად ვამბობ ამას, იმიტომ, რომ ახლა არის ჩემთვის ყველაზე რთული პროცესი, 15 წლის მანძილზე ვიცხოვრეთ მე და ჩემმა ქმარმა ერთად და, ცუდის გარდა, ძალიან ბევრი კარგიც იყო.
მადლობა მას, იმიტომ რომ ახლაც, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, გინდა ჩათვალეთ, რომ სულელი ვარ, მაინც მისი იმედი მაქვს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთად ვიქნებით თუ არა, ეს სხვა საკითხია და არ ვაპირებ ამის ფეისბუკში გასაჯაროებას, ყველაფრისთვის მას მადლობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი ფანტასტიკური ბიჭი მაჩუქა, რომლებიც პატარები არიან, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მივლიან, რადგან ხვდებიან, რომ მძიმე პერიოდს გავდივარ", - ამბობს სალომე გოგიაშვილი ვიდეოში.