"როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს - ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა რეჟიმმა" - პრემიერი
როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს - ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინდისის გმირების მემორიალთან ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, „სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერავითარი ღალატი ვერ და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან“.