როგორ ეხმაურება ელენე ხოშტარია შენგელია-გოგიაშვილის სკანდალს? - "ღლიცინი იქით იყოს და..."
ხუთი დღის წინ, კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ყოფილ მოდელ ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. იმავე დღეს სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა იმ ქალებზე, რომლებიც ოჯახებს ანგრევდნენ, თუმცა ლიკა შენგელია არ უხსენებია.
ამის შემდეგ ცალკე სტატუსი გამოაქვეყნა ლიკა შენგელიამ, სადაც წერდა, რომ მას ერთ-ერთი ქალი ფიზიკურად გაუსწორდა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. პოსტს თან ახლდა ფოტომასალა, თუმცა არც შენგელიას უხსენებია გოგიაშვილის სახელი. მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დისკუსიაში ღიად დაასახელეს კონფლიქტის მონაწილეები.
სალომე გოგიაშვილმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და თქვა, რომ ცილისწამებისთვის უჩივლებდა ლიკა შენგელიას.
ამ ამბებს საზოგადოების უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:
"ღლიცინი იქით იყოს და მზია ამაღლობელი მოძალადის ვითომ აწითლებულ ლოყაზე ზის 2 წელი და აქ ირჩევა ვინ ვისთან როდის რა კავშირო დაამყარა, თან ვერც ირჩევა, ინფორმაციის გადმოცემის უნარები უკიდურესად შეზღუდულია. მაგრამ ვინ ვის უღალატა კი არა, ჩაქუჩით ცემა. ახლა ერთი წამით წარმოიდგინეთ რომ, სიტყვაზე, მე აქციაზე, სადაც გვირტყამდნენ, ჩაქუჩი მომექნია. იმაზე აღარ ვამბობ ვინმეს ჩაქუჩით რომ მივუვარდე და იმაზე აღარაფერს ვამბობ, ეს ჩაქუჩი თავში რომ ჩავარტყა. რამდენწლიანზე გამიშვებდნენ, აბა?
მზიას ლოგიკით სამუდამო გამოდის".