"ერთს ვიტყვი, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით..." - როგორ ეხმაურება ია ფარულავა შენგელია-გოგიაშვილის სკანდალს?
ექვსი დღის წინ, კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ყოფილ მოდელ ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. იმავე დღეს სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა იმ ქალებზე, რომლებიც ოჯახებს ანგრევდნენ, თუმცა ლიკა შენგელია არ უხსენებია.
ამის შემდეგ ცალკე სტატუსი გამოაქვეყნა ლიკა შენგელიამ, სადაც წერდა, რომ მას ერთ-ერთი ქალი ფიზიკურად გაუსწორდა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. პოსტს თან ახლდა ფოტომასალა, თუმცა არც შენგელიას უხსენებია გოგიაშვილის სახელი. მოგვიანებით, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დისკუსიაში ღიად დაასახელეს კონფლიქტის მონაწილეები.
სალომე გოგიაშვილმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და თქვა, რომ ცილისწამებისთვის უჩივლებდა ლიკა შენგელიას.
ამ ამბებს საზოგადოების უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. სკანდალს ია ფარულავა ეხმაურება.