"რაც შეეხება მის ჩამოყვანას, უცხო ქვეყნიდან მოხდა, მოტაცებას ადგილი არ ჰქონია, რისი გამოძიება უნდა დაიწყოს?" - კახა კალაძე გიორგი ბაჩიაშვილზე
ის [გიორგი ბაჩიაშვილი] იყენებს არსებულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი კონკრეტული დანაშაული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი და მისი ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული მიმართულებით გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავს.