"დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, დღეს ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის" - ირაკლი კობახიძე
დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს. 1121 წლის 12 აგვისტო სწორედ ასეთი თარიღია ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იყო ქართული სახელმწიფოს იდეისა და ამავდროულად ქრისტიანული ფასეულობების საბოლოო გამარჯვება.