loader

"კალაძეს ვითომ წამოსცდა, დღეს მან ფაქტობრივად ეს გასცა, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ" - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კალაძეს ვითომ წამოსცდა, დღეს მან ფაქტობრივად ეს გასცა, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ" - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე?

კალაძემ ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები , - ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას.

ხაბეიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ კალაძის განცხადებით, რადგან მისივე თქმით, თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ „ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად”.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი და მისი ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული მიმართულებით გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავს.

„რაც შეეხება მის ჩამოყვანას, ის ჩამოყვანილი იყო უცხო ქვეყნიდან. არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი. რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა. მისი ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. ჩვეულებრივი სისულელეა [მოტაცება]“,-აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო: "TV პირველი"