საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი დონდოლაძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი - 12 პირი დააკავეს.
მისივე თქმით, დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.