სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება
რუსთავის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა
დეკანოზი კახაბერის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის დამაარსებელი იყო და 2004 წლიდან წინამძღვრობდა
დეკანოზი კახაბერი სამლოცველოშია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდები 14 და 15 აგვისტოს გაიმართება, 16 აგვისტოს, შაბათს კი სამლოცველოს ეზოში დაკრძალავენ.