(+18) ვრცელდება უმძიმესი კადრები, სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ - ვეფხვის თავდასხმას ემსხვერპლა ქალი, რომელიც საკუთარი ავტომობილიდან გადავიდა
ჩინეთის საფარის პარკში ვეფხვმა ქალი ცოცხლად შეჭამა, ხოლო მისი ქალიშვილი მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ ეგონათ, რომ ვეფხვის ვოლიერი დატოვეს, თუმცა ეს შეცდომა ფატალურად დასრულდა.
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოც, სადაც ტრაგიკული შემთხვევაა აღბეჭდილი. კადრებში ჩანს, როგორ ესხმის ვეფხვი თავს მანქანიდან გადმოსულ ქალს. მოგვიანებით მას მეორე მტაცებელი ცხოველიც უერთდება.
შვილი საშველად გადავიდა, თუმცა დახმარება ვერ შეძლო. ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
თავდაპირველად ითვლებოდა, რომ მანამდე ოჯახი მანქანაში ჩხუბობდა, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ დედა-შვილს უბრალოდ ეგონა, რომ ტერიტორია დატოვეს. განაგრძერთ კითხვა