"ამის გამო მათ ყველგან დავესხმები თავს..." - თამარ ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"მე მიმაჩნია, რომ ქართველი სოცდეკები ანტისემიტები და ტერორიზმის მხარდამჭერები არიან.
ამის გამო მათ ყველგან დავესხმები თავს, სადაც თემატური იქნება.
მაგრამ არასოდეს მოვითხოვ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტზე ისრაელის დროშა დაიკავონ და მე რაც სწორად მიმაჩნია, ის იყვირონ.
რავი, რა ვალდებულები არიან ჩემი მოსაწონი აკეთონ?
ასეთივე სიგიჟედ მივიჩნევ მიშას ხსენების დაძალებას.
ასევე მიმაჩნია, რომ ვახუშტი მენაბდის ოჯახის შემოსავლები შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი განსჯის და კრიტიკის საგანი, რადგან ვახუშტი საჯარო პირია და პოლიტიკაშია რეალურად.
უბრალოდ, ნურც მიშას და სხვა ოპოზიციონერების კრიტიკაზე გემართებათ გულყრა - მითუმეტეს, უშედეგო.
მთავარია რუსთაველზე თავს ყველა ერთად ვიყრიდეთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.