ცნობილია ზუგდიდში, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ქალების ვინაობა - "სამზარეულოს დანით მოკლა... თურმე მეგობრობდნენ"
ზუგდიდში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა 42 წლის ნათია აფხაზავა მოკლა.
არსებული ინფორმაციით, "ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე სამზარეულოს დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა აფხაზავა. მოკლულს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული თურმე მეგობრობდნენ".ადგილობრივების თქმით, მოკლული ოჯახის ახლობელი იყო. რატომ მივიდა საქმე ამ უმძიმეს დანაშაულამდე, ამას ახლა სამართალდამცავები ადგენენ.
ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა დამნაშავე მალევე, ცხელ კვალზე სახლიდან აიყვანეს. მას მიმალვა არ უცდია. მომხდარზე ინფორმაცია სამართალდამცავებმაც უკვე გაავრცელეს.
"შოკირებული ვარ ამ ამბით. მოკლულია სიცოცხლით სავსე ნათია აფხაზავა. მართლა უკარგესი ადამიანი. დღეს ვნახე პირადად, ჩემთან იყო კლინიკაში მოსული 12 საათზე, გეგმურ ვიზიტზე. ნათია სოფელ ოდიშიდან არის.წლები გერმანიაში ცხოვრობდა, გერმანელი მეუღლე ჰყავს და ორი მცირეწლოვანი შვილი. ახლა შვილებთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული. აქ რომ ჩამოვიდოდა, ყოველ წელს მოდიოდა კლინიკაში და იკეთებდა გეგმურ გამოკვლევებს. ყველაფერს იმოწმებდა. ოფიციალურად დარეგისტრირებულია ჩვენს კლინიკაში და დღესაც დათქმულ დროს, გერმანული სიზუსტით მოვიდა. ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან. ვერ წარმომიდგენია ნათიას ვინმესთვის რამე რომ დაეშავებინა.
როგორც ვიცი, მთელ საახლობლოს და ნათესავებს პატრონობდა. ყველას უყვარდა. დღეს 12 საათზე რომ მოვიდა ჩემთან, გადასარევ ხასიათზე იყო. სიცოცხლით სავსე, ენერგიული და საქმიანი გოგო იყო. ისეთი ადამიანი, რომელიც თავს დაგამახსოვრებს ადამიანს. მართლა არ ვიცი რატომ მოკლეს, რატომ გაიმეტეს ნათია მოსაკლავად. შოკში ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ...წაიკითხეთ სრულად