loader

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებული ქალი კლინიკაში მიიყვანეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებული ქალი კლინიკაში მიიყვანეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე?

ზუგდიდში, გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ქალმა თვითდაზიანება მიიყენა. იგი ბადრაგის თანხლებით ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული.

მოკლული ქალის ახლობლის ინფორმაციით, ნათია აფხაზავა რამდენიმე დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა, სადაც ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლული ქალი, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო და ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ.

მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. განაგრძეთ კითხვა>>>

ფოტოზე მკვლელობაში ბრალდებული ქალი 34 წლის ნა­თია ხა­ჩა­ტუ­რი­ანია.