loader

"მხოლოდ ერთი რამ ვიცი და ამის თქმა შემიძლია" - რას ამბობს ოჯახის ახლობელი ზუგდიდში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მხოლოდ ერთი რამ ვიცი და ამის თქმა შემიძლია" - რას ამბობს ოჯახის ახლობელი ზუგდიდში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე?

ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ­კვე­ვენ. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, 34 წლის ნა­თია ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა 42 წლის ნა­თია აფხა­ზა­ვა სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე ჩარ­ტყმით მოკ­ლა.

როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, მათერთაერთი რამის თქმა შეუძლიათ, რომ მოკლული საუკეთესო, უკეთილშობილესი, ადამიანი იყო.

"მხოლოდ ერთი რამ ვიცი და ამის თქმა შემიძლია, მოკლული უკეთიშობილესი ადამიანი იყო, სადაც ფეხს დაადგამდა სიკეთეს და სიყვარულს თესავდა. მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა, არც ის მისულა მოსაკლავად," - წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლულს 14 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მოკ­ლუ­ლი და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გობ­რობ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მოკ­ლუ­ლი ქალი ამ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვია. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ქმა­რი და ნა­თია აფხა­ზა­ვა ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან.ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს მკვლე­ლო­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, ამას ახ­ლობ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ. ცნო­ბი­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დამ­ნა­შა­ვე მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი. მას მი­მალ­ვა არ უც­დია. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მან თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­თია ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი ახლა ზუგ­დი­დის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი გვიყ­ვე­ბა, ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მან თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა.

რა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ერთი ვერ­სი­ით, კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი ფუ­ლია. რო­გორც მოკ­ლუ­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, მოკ­ლულ ქალს თან­ხა გა­მო­უგ­ზავ­ნია ნა­თია აფხა­ზა­ვას­თვის, რათა ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე მისი ბინა გა­ე­რე­მონ­ტე­ბი­ნა.

"მოკ­ლუ­ლი ნა­თია ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლია გერ­მა­ნი­ი­დან. მკვლე­ლის ქმა­რი და ნა­თია მა­მი­დაშ­ვილ-ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან კარ­გი გოგო იყო. ყვე­ლა­ნი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ამ ამ­ბით. ქმა­რიც ჰყავს და შვი­ლე­ბიც. ყვე­ლას გვერ­დში მდგო­მი იყო. ენერ­გი­უ­ლი სი­ცო­ცხლით სავ­სე. გა­და­სა­რე­ვი ოჯა­ხი ჰქონ­და. ფული გა­მო­უგ­ზავ­ნია ამ ქალ­თან ბი­ნის გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი. რომ ჩა­მო­ვი­და ბინა გა­უ­რე­მონ­ტე­ბე­ლი დახ­ვედ­რია ნა­თი­ას და ამის გამო მოს­ვლი­ათ ჩხუ­ბი. მერე ეტყო­ბა დანა აიღო და ასე სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა. რომ მიხ­ვდა მოკ­ლა, თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­უ­ყე­ნე­ბია. ახლა კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს" - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლო­ბე­ლი. განაგრძეთ კითხვა

11-1755168630.jpg

2-1755168648.jpg