loader

"ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა..." - პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე ციხიდან განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა..." - პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე ციხიდან განცხადებას ავრცელებს

მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე განცხადებაში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ხაზარაძის თქმით, არ არსებობს მოცემულობა, რომ სრულფასოვანი შემდგარი ერი ან სახელმწიფო გვერქვას, ვიდრე ქვეყნის ერთიანობა არ იქნება აღდგენილი.

„33 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რასაც აფხაზეთის ომი ჰქვია, 33 წელი დავტირით ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოს ერთიანობას თავი შესწირა. არ არსებობს რამე სახის მოცემულობა, რომ ჩვენ სრულფასოვანი შემდგარი ერი ან სახელმწიფო გვერქვას, სანამ ქვეყნის ერთიანობა აღდგენილი არ იქნება.

ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული.

ანაკლიასაც ავაშენებთ და ქვეყანასაც გავაერთიანებთ, ამის მწამს, მჯერა და ასე იქნება ეს“, - წერს ხაზარაძე.