გამაოგნებელი სიმართლე "მკვლელი ვეშაპისა" და მისი მწვრთნელის შემზარავი ინციდენტის შესახებ - რა მოხდა სინამდვილეში?
ცოტა ხნის წინ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელშიც ჩანს “მკვლელი ვეშაპი“ თავს ესხმის და კლავს მის მწვრთნელ ჯესიკა რედკლიფს.
საკმაოდ დიდ აუდიტორიას სჯერა, რომ სასტიკი შემთხვევა ერთ-ერთ საზღვაო პარკში მოხდა.
დამაჯერებელმა ვიდეომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია გამოხმაურება და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა გახდა.
“ჯესიკას და მკვლელი ვეშაპს“ დღემდე აქტიურად განიხილავენ, თუმცა IB Times-ი და Vocal Media ადასტურებს, რომ ვიდეო სრული ფაბრიკაციაა.
უფრო მეტიც, ისტორია და პერსონაჟებიც გამოგონილია და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისაც კი, რომ ასეთი საზღვაო პარკი ფუნქციონირებს.
არ მოიპოვება დოკუმენტი ჯესიკა რედკლიფის არსებობის შესახებ. შესაბამისად თავდასხმის ტრაგიკულ ისტორიაც მთლიანად გამოგონილია.
უფრო მეტიც, National Geographic-ის მიერ დოკუმენტირებული კვლევა გასაოცარ სიმართლეს ავლენს: ვეშაპები და დელფინები არ არიან მიდრეკილი სისასტიკისკენ.
მათ შეუძლიათ მეგობრული ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა სახეობებთან, მათ შორის ადამიანებთანაც.
მიუხედავად იმისა, რომ ორკები ძლიერი მტაცებლები არიან, რომლებსაც შეუძლიათ სასიკვდილო თავდასხმების განხორციელება, ისინი ასევე სოციალური, ინტელექტუალური ცხოველები არიან, რომელთა ქცევა დამოკიდებულია სახეობის ტიპზე, ეკოლოგიურ კონტექსტსა და ხანგრძლივ ურთიერთობებზე.