loader

"ერთ-ერთი გასწრებას ცდილობდა" - ჩოხატაურში გზიდან 2 მანქანა გადავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ-ერთი გასწრებას ცდილობდა" - ჩოხატაურში გზიდან 2 მანქანა გადავარდა

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში.

როგორც თვითმხილველმა “გურია ნიუსს” უთხრა ორი მანქანა გზიდან გადავარდა.

“ერთი მიმართულებით მოძრავი ორი მანქანა გადავარდა ჩოხატაური-ოზურგეთის ტრასაზე.

სოფელ ბუკნართან 2 ავტომანქანა გზიდან გადავარდა. როგორც ჩანს ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ, ერთ-ერთი გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც ავარია მოხდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. მსხვერპლი არ არის. ყველანი კარგად არიან, - ამბობს თვითმხილველი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.