loader

"გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი" - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი" - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი 61 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.

"ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მერაბ ბრეკაშვილი.

მერაბ ბრეკაშვილმა თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს მიაშურა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის მსახიობი გახდა.

27 წელი იმსახურა მან ამ თეატრში, შექმნა არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე, რომელთა შორისაც გამორჩეულია აფხაზის როლი გურამ ოდიშარიას პიესაში "ზღვა, რომელიც შორია", თემურ ჩხეიძის დადგმით.

12 სეზონია ბატონმა მერაბმა მოზარდ მაყურებელთა თეატრს დაუკავშირა შემოქმედებითი ცხოვრება, შექმნა მნიშვნელოვანი როლები სპექტაკლებში "ამიკო", "იავნანამ რა ჰქმნა", "ირინეს ბედნიერება", "ჯუჯა ცხვირი", "ქარიშხალი", "მეფე ლირი თავშესაფარში", "ჭორიკანა ქალები " და მრავალი სხვა.

წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გამოსცა მერაბ ბრეკაშვილის 40-წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომი .კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მსახიობის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მაყურებელს" - ნათქვამია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამძიმრის წერილში.