loader

რას ჰყვება გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა - "არ შე­მიძ­ლია დიდ­ხანს სი­ა­რუ­ლი, ჯდო­მა, წოლა.. ფსი­ქო­ლო­გი­ურად და მო­რა­ლურად ძა­ლი­ან რთუ­ლად ვარ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა - "არ შე­მიძ­ლია დიდ­ხანს სი­ა­რუ­ლი, ჯდო­მა, წოლა.. ფსი­ქო­ლო­გი­ურად და მო­რა­ლურად ძა­ლი­ან რთუ­ლად ვარ"

2020 წლის ივ­ნის­ში, თბი­ლი­სის ერთ უბან­ში, რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სევა შა­მო­ი­ა­ნი ცო­ცხლად იწო­და - მა­მა­კა­ცი კი, რო­მელ­მაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ასე გა­ი­მე­ტა, უყუ­რებ­და და არა­ფერს აკე­თებ­და. უმ­ძი­მეს შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ტე­ლე­ფო­ნით მუ­ქა­რე­ბი, შე­უ­რა­ცხყო­ფა. ის, რაც იმ დღეს მოხ­და, არა მხო­ლოდ სევა შა­მო­ი­ა­ნის, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის იყო შოკი.

სე­ვამ გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ის დღემ­დე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის, ამ­ჯე­რად საფ­რან­გეთ­ში. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­სრულ­და, დამ­ნა­შა­ვეს 17 წელი მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მუხ­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და სას­ჯელს 5 წელი მო­აკ­ლო.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი შალ­ვა გო­გო­ლა­ძე, ახლა ცი­ხე­ში სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით ზის.

სევა კი თა­ვის ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს: უკვე არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნის­თვის, არა­მედ იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყოს. თე­რა­პი­ას საფ­რან­გეთ­ში გა­დის. სა­უბ­რი­სას ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებს, მაგ­რამ გვიყ­ვე­ბა თა­ვის ახ­ლან­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე და ნა­ნობს, რომ მას­ზე ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან პო­ლი­ცი­ას არ მი­მარ­თა

- სევა, ახლა რო­გორ ხარ, რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა?

- საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობ მე­სა­მე წე­ლია. დღემ­დე გავ­დი­ვარ თე­რა­პი­ებს, მა­სა­ჟებს. სრულ­ყო­ფი­ლად, რო­გორც ადრე, ვე­ღარ ვცხოვ­რობ, ფე­ხე­ბის გამო. არ შე­მიძ­ლია დიდ­ხანს სი­ა­რუ­ლი, დიდ­ხანს ჯდო­მა, წოლა, სულ უნდა ვიც­ვა­ლო პო­ზე­ბი. ეს ფი­ზი­კუ­რი და რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ და მო­რა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ძა­ლი­ან რთუ­ლად ვარ.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა იმ ტრა­გი­კულ დღემ­დე, რა ოც­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მა­შინ­დელ სე­ვას?

- ორ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი, სას­ტუმ­რო­ში მე­ნე­ჯე­რად და მე­ი­ქაფ არ­ტის­ტად.

- რო­გორ გა­ი­ცა­ნით დამ­ნა­შა­ვე?

- შემ­თხვე­ვით, წვე­უ­ლე­ბა­ზე. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღემ­დე რვა-ცხრა თვით ადრე.

- ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან იყო და­სა­წყის­ში რა­ი­მე ნიშ­ნე­ბი, რომ მა­შინ­ვე უნდა მო­გე­შო­რე­ბი­ნათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან?

- დიახ, ნიშ­ნე­ბი იყო, რო­დე­საც მე­მუქ­რე­ბო­და, რა­საც სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვი­ღებ­დი, უბ­რა­ლოდ ვბლო­კავ­დი. ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მაა იყო, რომ თა­ვი­დან­ვე არ მქონ­და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა. რთუ­ლია ამ ადა­მი­ან­ზე ჩემ­თვის სა­უ­ბა­რი, არ მინ­და, რომ დე­ტა­ლებ­ში ჩა­ვი­დე. მე­უბ­ნე­ბო­და მოგ­კლავ... ერ­თად არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მუ­ქა­რა რომ და­მი­წყო ჩემი ბრა­ლია თა­ვი­დან­ვე არ მო­ვახ­დი­ნე რე­ა­გი­რე­ბა. არ მე­გო­ნა, რომ უმი­ზე­ზოდ შე­ეძ­ლო ასე გა­ე­წი­რა ადა­მი­ა­ნი.

- რას გუ­ლის­ხმობთ, მუ­ქა­რე­ბის შე­სა­ხებ თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის გეთ­ქვათ თუ პო­ლი­ცია ჩა­გე­ყე­ნე­ბი­ნათ საქ­მის კურ­სში?

- პო­ლი­ცი­ის­თვის უნდა მი­მე­მარ­თა, რად­გან ხან­და­ხან ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ვერ გიშ­ვე­ლი­ან. მე ზუს­ტად ასე ვი­ყა­ვი. იმ დროს ჩემი დაც სახ­ლში იყო, მაგ­რამ რო­გორ უნდა ეშ­ვე­ლა, ამ დროს პო­ლი­ცი­ას უნდა მი­მარ­თო.

განაგრძეთ კითხვა>>>