loader

"რისთვის არის ციხეში? მოკლა ვინმე? ააფეთქა ვინმე?" - დავით ხომერიკის დედის ემოციები მას შემდეგ, რაც მის შვილს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რისთვის არის ციხეში? მოკლა ვინმე? ააფეთქა ვინმე?" - დავით ხომერიკის დედის ემოციები მას შემდეგ, რაც მის შვილს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დავით ხომერიკის დედის ემოციები მას შემდეგ, რაც მის შვილს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

ცნობისთვის, დავით ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

ვიდეო: ნანუკა ჟორჟოლიანი