loader

ბათუმში მატარებელმა ბავშვს ფეხზე გადაუარა, არსებული ინფორმაციით, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში მატარებელმა ბავშვს ფეხზე გადაუარა, არსებული ინფორმაციით, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა

ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით,მოზარდს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს