"საქმრომ, რომ ნახა კონფლიქტი მოხდა და ვერ შეძლო მათი გაშველება, თვითდაზიანება მიიღო" - რას ჰყვება ადვოკატი 25 წლის ქალის მიერ საქმროს დაჭრის ფაქტზე?
პოლიციამ მარნეულში დააკავა 25 წლის ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი.
25 წლის ქალი დასთან და დეიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ახალგაზრდაზე ჯგუფურად იძალადეს და ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს.
ვიდეო: "TV პირველი"