loader

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება - რა მოლოდინები აქვთ ევროპელ ლიდერებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება - რა მოლოდინები აქვთ ევროპელ ლიდერებს?

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა დღეს, ვაშინგტონის დროით 13:15 საათზე (თბილისის დროით 21:15 საათზე) დაიწყება, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.

ვაშინგტონის დროით 14:15 საათზე (თბილისის დროით 22:15 საათზე) დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს მიესალმება, რის შემდეგაც, თბილისის დროით 23:00 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპული ქვეყნების ლიდერებს შორის მრავალმხრივი შეხვედრა გაიმართება.