"ამ წუთებში გადავიღე, სუნი გვახრჩობს, ზღვა ფეკალიებით არის სავსე" - ვრცელდება საგანგაშო კადრები გონიოდან: რას ამბობენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში?
ბოლო-რამდენიმე დღეა, გონიო-კვარიათის ჯგუფში დამსვენებლები წერენ, რამდენიმე სასტუმროს კანალიზაცია სავარაუდოდ, ზღვაზეა დაერთებული. დამსვენებლები ამბობენ, რომ სანაპიროზე აუტანელი სუნია, ზღვა კი ფეკალიებით არის სავსე.
ზღვიდან შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასლა გავრცელდა. შეამწუხებელი და აუტანელი სუნის შემდეგ მოქალაქეებმა გარემოს დაცვის სამსახურს მიმართეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მთელი ამ კვირის განმავლობაში აქტიურად აწარმოებენ მონიტორინგს და რამდენიმე ოქმიც არის შედგენილი.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გონიოს მოსახლეობა უსიამოვნო (მათი თქმით, კანალიზაციის) სუნის გამო ხშირად გამოთქვამს წუხილს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანმშრომლები მთელი ამ კვირის განმავლობაში აქტიურად აწარმოებენ მონიტორინგს და რამდენიმე ოქმიც არის შედგენილი.
დღეს იგეგმებაერთობლივი მონიტორინგი შპს ბათუმის წყალთან ერთად,“ - ნათქვამია განცხადებაში.