"მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დახრჩობისა და სიკვდილის სერიოზულ რისკს წარმოადგენს“ - აშშ-ის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს
აშშ-ის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ ყალბი "ლაბუბუს" თოჯინების მიმართ, რადგან რეპლიკები "მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დახრჩობისა და სიკვდილის სერიოზულ რისკს წარმოადგენს". ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
პროდუქტის მომხმარებელთა უსაფრთხოების კომისიამ გაფრთხილება გაავრცელა "ლაბუბუს" ყალბი თოჯინების შესახებ, რომლებსაც "ლაფუფუს" უწოდებენ. როგორც კომისიაში განმარტავენ, ყალბი თოჯინები "ადვილად იშლება პატარა ნაწილებად, რამაც შეიძლება დახრჩობის საფრთხე შექმნას“.