loader

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

კო­ა­ლი­ცია "ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ ერ­თად, გა­მო­ვა­ცხა­დეთ შე­თან­ხმე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი თბი­ლი­სის მე­რო­ბის, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და ვიცე-მე­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, რი­თაც და­ვას­რუ­ლეთ ჩვე­ნი შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი, რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე ჩვე­ნი და­პი­რე­ბა იყო, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე წერს.

მისი გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის მე­რო­ბის შე­თან­ხმე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი, ირაკ­ლი კუპ­რა­ძე, ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სია სუფ­თა წარ­სუ­ლით, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე დგო­მი­თაა ცნო­ბი­ლი, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტი, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე კი გა­მოც­დი­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი ლი­დე­რია.

"თბი­ლი­სის მე­რო­ბის შე­თან­ხმე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი, ირაკ­ლი კუპ­რა­ძე, ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სია სუფ­თა წარ­სუ­ლით, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე დგო­მით. მისი კან­დი­და­ტუ­რა ჩვე­ნი გუნ­დის­თვის სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბია. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ჩვე­ნი პარ­ტი­ის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტი, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე, გა­მოც­დი­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი ლი­დე­რია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია პა­ტი­ოს­ნე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და თბი­ლი­სი­სა და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნით“, - წერს გა­ხა­რია.

მისი თქმით, აფა­სე­ბენ "ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­თან, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან პარტნი­ო­რო­ბას და მათი პარ­ტი­ე­ბის არ­ცერ­თი კან­დი­და­ტი არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თმა­ნეთს არ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

"პა­ტივს ვცემთ და ვა­ფა­სებთ "ლე­ლოს“ ლი­დერ­თან, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან ამ პარტნი­ო­რო­ბას, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია პა­რი­ტეტ­ზე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ზე. ეს არის ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს. ჩვე­ნი ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არც ერთი კან­დი­და­ტი არ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი 64 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან არ­ცერ­თში, რაც იმის დას­ტუ­რია, რომ ორ გან­სხვა­ვე­ბულ პარ­ტი­ას შე­უძ­ლია ერ­თად დგო­მა, რო­დე­საც სა­ჭი­როა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის დაც­ვა“, - წერს გა­ხა­რია.