loader

"ეს მოთხოვნა ხელშეკრულებით ყოფილა განსაზღვრული..." - რას წერს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს მოთხოვნა ხელშეკრულებით ყოფილა განსაზღვრული..." - რას წერს რომან გოცირიძე?

რომან გოცირიძე ფეხბურთელ ნეიმარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს:

"დაიწერა, რომ ნეიმარი “პარი სენ ჟერმენში” თამაშის დროს, მატჩის ბოლოს მაყურებლებისათვის ტაშის დაკვრისათვის იღებდა ბონუსს 200 ათასი ევროს ოდენობით. ეს მოთხოვნა ხელშეკრულებით ყოფილა განსაზღვრული. ეს ფული სამჯერ მეტია იმასთან შედარებით, რამდენსაც იღებდა ხელფასის სახით წელიწადში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში. დღესაც კი, “პსჟ”-ს მოთამაშეთა საკმაო ნაწილი ამდენს იღებს წელიწადში, ანუ ნეიმარის ტაშის ტოლფასს. ამ ინფორმაციას მოჰყვა გაკვირვება, აღშფოთება და უარყოფითი განწყობის გაძლიერება ნეიმარის მიმართ, რომელიც ჭირვეული ხასიათით გამოირჩევა.

ერთი შეხედვით, ხელშეკრულების ეს ნაწილი ჩანს ნეიმარისათვის მეტად ხელსაყრელად. დამთავრდა თამაში, მოიგე თუ წააგე, პატივი ეცი გულშემატკივარს, შემოარტყი ორთიორჯერ ხელი ერთმანეთს და კოლოსალური ოდენობის ფული დაჯდება შენს ანგარიშზე.

მოდით, შევხედოთ ამ ფაქტს არა ნეიმარის, არამედ კლუბის პოზიციიდან. ნეიმარი ითხოვს წელიწადში 30 მილიონ ევროს. ვიცით, რომ პარიზულმა კლუბმა მასში ფეხბურთის ისტორიაში არნახული ოდენობის, 222 მილიონი ევრო გადაიხადა. კლუბი მის მოთხოვნას ალბათ დააკმაყოფილებს, მაგრამ იცის რა მისი არაპროგნოზირებადი ხასიათის შესახებ, ერთ უმარტივეს ვალდებულებას აკიდებს ისეთ ფასად, რომ მასზე უარი ვერ თქვას. კლუბის პასუხია-გაძლევ 30 მილიონს, იმ პირობით, რომ თამაშის ბოლოს ტაშს თუ არ დაუკრავ, ჩამოგეჭრება 200 ათასი ევრო. თუ დაახლოებით 30 თამაშს ავიღებთ სეზონში, გამოდის, რომ 6 მილიონ ევროს დაკარგავს ტაშის არდაკვრის გამო. ეს უკვე ძალიან მძიმე სასჯელი გამოდის.

კონტრაქტი ალბათ ასეთია: 24 მილიონ ევროს პლუს 6 მილიონი ევრო ბონუსი. თუ ასე წავიკითხავთ, არაადეკვატურად დიდი ბონუსია. ან სხვანაირად, 30 მილიონი მინუს 6 მილიონი ჯარიმა, რაც უკვე არაადეკვატურად დიდი სასჯელია.

გააჩნია რა ფოკუსით შევხედავთ მოვლენას.

მოვლენა ერთია, მაგრამ რომელი “ფოკუსით” ვხედავთ, გამომდინარე აქედან, სრულიად განსხვავებული და ზოგჯერ ერთმანეთთან შეუთავსებელი დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ.

ფოკუსის არჩევა არის ცნობიერი გადაწყვეტილება-უნდა ვიცოდეთ, რომ შედეგს პერსპექტივა( მზერის კუთხე) აყალიბებს. ფოკუსით ადვილია მანიპულაცია, როცა ცდილობენ, რომ ერთ “ლინზაში” დაგვანახონ ფაქტი.

ხშირად გავიგონებთ ხოლმე მოწოდებას: “ფოკუსი გავასწოროთ”. არაა ეს ადვილი. ვინც ფოკუსს აკონტროლებს, ის ახერხებს დისკურსის მართვას. ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ ვიცით, თუ რა არის “სწორი ფოკუსი”. ასეთი რამ ერთმნიშვნელოვნად არ არსებობს-ფოკუსი ყოველთვის არჩევანია და თითოეულ ხედვის კუთხეს შეიძლება თავისი სიმართლე ჰქონდეს. სწორი ფოკუსი მაინც ის არის, რომელიც არც დამალავს და არც გადაამეტებს და იმის საშუალებას მოგცემს, დაინახო უფრო სრული სურათი. როცა ფოტოს იღებ, მისი დაჭერა არც თუ ისე ძნელია, ცხოვრებაში( პოლიტიკაში) კი ურთულესი რამ არის.

მოდით, “გავასწოროთ ფოკუსი”. ხანდახან ეს მარტივიც შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში." - წერს რომან გოცირიძე.