loader

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რესტორან “გაგრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება.

“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს გიხდით!” - ნათქვამია ინფორმაციაში.