"ასე თუ გაგრძელდა..." - რას წერს პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან?
პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს:
"- ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერებულია
- ზღართანაშვილის ქუჩაზე შუქნიშანი ისევ არ მუშაობს
- ძალიან მალე დავკარგავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას
"- ღობეგლეჯიაშვილის ქუჩაზე კანალიზაციის მილია დაზიანებული
- ქვეყანაში მყარდება დიქტატურა, ციხეები გაივსო პოლიტპატიმრებით
- გობეჯიშვილის აღმართზე 7 წელია არ მუშაობს შუქნიშანი
- საქართველო სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს და ბრუნდება რუსეთის წიაღში
- გრიშაშვილის ჩიხში ისევ გასკდა წყალმომარაგების მილი
- საქართველო კარგავს რეგიონული ჰაბის ფუნქციას და ამის დადასტურებაა ის, რომ რუსეთის დაკვეთით აღარ შენდება ანაკლიის პორტი
- ხუნძიკაშვილის 25-ში ისევ ნაგვის სუნი დგას და მერია არაფერს აკეთებს
- ასე თუ გაგრძელდა, საქართველო შეწყვეტს არსებობას როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო
- ჩვენ მივალთ ყველა ოჯახში და მოვაგვარებთ ყველა პრობლემას
ეს ხდება ყოველ დღე, ერთი და იგივე პარტიის მხრიდან, ერთი და იგივე არხზე
იქნებ ასე მაინც დაინახოთ, რომ სასაცილოა?!" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფაეიძე