"ბოლო ორი დღეა ბავშვების მოწამვლის სიმპტომებმა იმატა ზღვისპირეთშიო და ხალხო, ნახეთ, სიგიჟეა რაც ამ ვიდეოში ხდება" - გონიოდან მოქალაქე შოკისმომგვრელი ინფორმაციას ავრცელებს
"ეს ვიდეო ნახეთ? უკაცრავად მაგრამ ადამიანის განავალი როგორ ტივტივებს კანალიზაციაში, რომელიც გონიოში, ზღვას უერთდება?
ბოლო ორი დღეა, ბავშვების მოწამვლის სიმპტომებმა იმატა ზღვისპირეთშიო და ხალხო, ვიდო ნახეთ, ამდენსართულიანი კანალიზაცია უერთდება ზღვას! ზღვას უერთდება და სანამ ხალხმა ვიდეოები არ ატვირთეს, იქამდე ზედამხედველობას ეძინა, იქამდე სასტუმრო ჩაიბარა მერიამ, იქამდე არაფერი პრობლემა არ იყო! ხალხი იწამლება, ხალხი!
პ.ს. ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ახლა წერენ, ეს კანალიზაცია კი გადაკეტეს და ზღვას აღარ უერთდება, მაგრამ კანალიზაციას ვერ ამოუკეტავენ სასტუმროსო.. ანუ იდინოს გარეთო.. ხალხო, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ხალხი მოიწამლა, იმიტომ, რომ სეზონზე, ზღვაზე, სანაპიროზე კანალიზაცია იყო დაერთებული! ამაზე გინახავთ რაიმე კომენტარი?! თუ აჰ, სად სცალიათ, დღეს ბახმაროში დოღზე იყვნენ წასულები.. თავად შავ ზღვაზე არ ისვენებენ, სადმე სუფთა ზღვაზე მიაშურებდნენ ქოცები და რაში ედარდებათ შავი ზღვის სანაპირო..
პ.ს. ვინმემ თუ დამატებითი ინფორმაცია იცით, დაწერეთ.. სიგიჟეა რაც ამ ვიდეოში ხდება. პ.ს. ვიდეო გუშინწინდელია ანუ 17 აგვისტოსაა გადაღებული" - წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს ავრცელებს.