ვინ არის ბიჭი, და რას ჰყვება ბიჭი, რომლის კადრებმა ინტერნეტი მოიარა
ბახმაროში დოღის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სპორტული შეჯიბრება ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. გამონაკლისი არც წელს ყოფილა, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით დოღი გაიმართა და ათასობით ადამიანი დაესწრო... დოღს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მოხდა დოღში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
"ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანმდევი არ იქნება" - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ბახმაროში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს, შვილებთან ერთად დაესწრო.
დოღს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ინტერნეტი მოიარა კადრმა, სადაც ჩანდა მხედარი რომ ცხენიდან გადავარდა. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, თორნიკე ბერძენიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად თავად დავუკავშირდით:
თავს უკეთესად ვგრძნობ, უბრალოდ ხელი მაქვს ნატკენი. ბინაზე ვარ, ჰოსპიტალში გადაყვანა, სამედიცინო დახმარება არ დამჭირვებია.
- დოღში პირველად მონაწილეობდით?
- არა, შვიდი წლიდან დოღზე ვარ.