მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
ბათუმის ავტობანის დასრულებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს:
"მე მიხარია ბათუმის ავტობანის დასრულება, ოღონდ ამას ყველაფერს ამწარებს ის გარემოება, რომ ჩემი გეგმით (ჩემს გეგმებს ყოველთვის ვადაზე ადრე ვასრულებდი) ავტობანი უნდა დასრულებულიყო 2015 წელს, ქოცებმა კი ორჯერ მოიპარეს მთელი ფული, შემოიყვანეს ჩინური კომპანიები, რომელთა მუშაობის ხარისხი ძალიან საეჭვოა და ზუსტად 10 წლით დააგვიანეს სამუშაოების დასრულება.
საქართველოს დაპაუზებას ბოლო უნდა მოეღოს!
და კიდევ - ჩვენ აუცილებლად, მაქსიმუმ 3 წელიწადში ავაშენებთ ახალ, სწრაფ რკინიგზას ბათუმამდე და ლაზიკამდე, რომლითაც თითოეული მიმართულებით კომფორტულად ჩავალთ თბილისიდან დაახლოებით 2 საათში." - წერს მიხეილ სააკაშვილი.