loader

პანიკა აეროპორტში - კადრებში ჩანს, როგორ გარბიან მგზავრები ადგილიდან - ახალგაზრდა ბიჭმა მილანის აეროპორტში ხანძარი გააჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანიკა აეროპორტში - კადრებში ჩანს, როგორ გარბიან მგზავრები ადგილიდან - ახალგაზრდა ბიჭმა მილანის აეროპორტში ხანძარი გააჩინა

იტალიაში, მილანის, მალპენსას აეროპორტში, მამაკაცმა ხანძარი გააჩინა და რეგისტრაციის დახლები დააზიანა. dailymail-ის ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლი სავარაუდოდ ნაგვის ურნებს წაუკიდა.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც ოფიციალურად არ სახელდება, ოთხშაბათს, პირველი ტერმინალის თანამშრომლებმა დააკავეს.

დღეს დილით გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ამოდის შავი კვამლი ტერმინალიდან და მგზავრები შემთხვევის ადგილიდან გარბიან. კადრებში ასევე ჩანს ეჭვმიტანილის დაკავების მომენტი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

თვითმხილველების განცხადებით, აეროპორტში ხანძრის გაჩენამ მგზავრებში პანიკა გამოიწვია - ისინი შემთხვევის ადგილიდან გარბოდნენ.

Dailymail-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი სავარაუდოდ იტალიაში მცხოვრები, 20 წლის მალის მოქალაქეა, რომელსაც ნასამართლობა არ აქვს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი მგზავრი არ ყოფილა.