"ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით...სიმპტომებია:" - მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს - ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR-ით, ასევე, სწრაფი ტესტით, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ კი ხველა, ასევე, მისი თქმით, არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც.
“ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს. ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტით. სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ ასევე, აღენიშნებათ ხველა. არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც”, - წერს ინფექციონისტი.