loader

მექსიკაში, გზაზე 6 მოკვეთილი თავი იპოვეს - შემზარავი დანაშაულის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მექსიკაში, გზაზე 6 მოკვეთილი თავი იპოვეს - შემზარავი დანაშაულის დეტალები

სამ­შა­ბათს დი­ლით, მექ­სი­კა­ში, პუ­ებ­ლა­სა და ტლაშ­კა­ლას და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზატ­კე­ცილ­ზე ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ 6 მოკ­ვე­თი­ლი თავი იპო­ვა.

პო­ლი­ცი­ამ არ და­ა­სა­ხე­ლა მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი და არც ის, თუ მექ­სი­კის რო­მე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ამის ჩამ­დე­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ად­გილ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი ნა­ჭე­რი, რო­მელ­ზეც ეწე­რა “La Barredora“, რაც „დამ­ლა­გე­ბელს“ ნიშ­ნავს. იგი­ვე სა­ხე­ლი ჰქვია ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ შტატ გე­რე­რო­ში მოქ­მე­დებს, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია, და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან თუ არა ისი­ნი ამ სა­ზა­რელ ფაქტს.

ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, ნა­პოვ­ნი თა­ვე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის იყო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის გარ­და, რე­გი­ონ­ში საწ­ვა­ვის კონ­ტრა­ბან­დის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც ჰუ­ა­ჩი­კო­ლა. კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

კარ­ტე­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბა ბოლო წლებ­ში მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და, ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა მას შემ­დეგ, რაც 2006 წელს მთავ­რო­ბამ ბან­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მექ­სი­კის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო.

წყარო