loader

რას ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე? - "ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა ფაქტობრივად სააკაშვილის და მაგ ნაძირალების ადვოკატი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე? - "ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა ფაქტობრივად სააკაშვილის და მაგ ნაძირალების ადვოკატი"

კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა ფაქტობრივად სააკაშვილის და მაგ ნაძირალების "ადვოკატი". თუ ჩემი თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, რა თქმა უნდა, ვუჩივლებ - ნაძირალა კაცი, არ ვიცი წარმოადგენდა თუ არა The New York Times-ს, ეჭვი მეპარება, მოგზავნილი იყო, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძემ განაცხადა, რითაც მის მიერ The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებზე განმარტება გააკეთა.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა:

„რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”.

The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.