loader

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ამოღერღა The New York Times-თან ინტერვიუში ის, რაც ყველა „ქოცს“ სისხლში აქვს! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილი წერს, „ესენი პუტინისტი რუსები არიან“.

„გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ამოღერღა The New York Times-თან ინტერვიუში ის რაც ყველა „ქოცს“ სისხლში აქვს! ესენი არ არიან ქართველები - ჩვეულებრივი პუტინისტი რუსები არიან“, - წერს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.