"სამი დღე შოკისგან არ მეძინა...." - მამუკა ჩარკვიანის რა ვიდეოს აქვეყნებს მომღერალი ლალიტა ლომთაძე?
"მამუკა ჩარკვიანმა დააჯერა ლალიტას, რომ ყველაფერი შეეძლო.
10 წლის წინ მომცა საშუალება, მასთან სახლში სტუმრად ვყოფილიყავი და გამეცნო მისი განსხვავებული ჯაზმხარე. მთელი საღამო თვითონ უკრავდა იქ მოვისმინე "ცისფერი კესანები" შინაურულად, ცოცხლად, გასაგიჟებლად... სამი დღე შოკისგან არ მეძინა...
იქ მითხრა, რომ შემეძლო მემღერა მისი სიმღერები. დღეს საქართველომ დიდი გენია დაკარგა.
მადლობა იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის იმ ღამეს გააკეთე...
მშვიდობით განისვენე" - წერს მომღერალი ლალიტა ლომთაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.