თბილისში ლოზუნგით - "სინათლე არ უნდა ჩაქრეს" მედიის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, - ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედანზე მედიის მხარდამჭერი მარში დაიწყო.
მარშს შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
“ფანრების მარში” რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება და პარლამენტთან მიმდინარე ყოველდღიურ აქციას შეუერთდება, სადაც ასევე ფოტოგამოფენა მოეწყობა.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში“ შეუერთდა.
პროტესტი “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” 22 ინტერნეტ-მედიის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომლებიც დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.
ვიდეო: "პუბლკა"