"მთელი დღეა ისეთი ადუღებული დავდივარ! სადმე რომ შემხვდეს, თავს მოვაწყვიტავ! ღმერთო, გთხოვ, ეგ კაცი სადმე მოფარებულში შემახვედრე... 15 წუთით მინდა, მეტით არა"- ალეკო ელისაშვილი დავით რაზმაძეზე
"მთელი დღეა ისეთი ადუღებული დავდივარ! არაკაცია! სადმე რომ შემხვდეს, თავს მოვაწყვიტავ! ღმერთო გთხოვ, ეგ კაცი სადმე მოფარებულში შემხვედრე, 15 წუთით მინდა, მეტით არა"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "TV პირველის" ეთერში დავით რაზმაძეზე საუბრისას.
ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.